Friday, July 3, 2009

პროექტი "გვიყვარს მათემატიკა"

1. პროექტის სახელი:გვიყვარს მათემატიკა"

2. პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით: პროექტის ფარგლებში მოსწავლეები სკოლაში იკვლევენ პროცენტულად რამდენ გამოკითხულს ურჩევია უპასუხოს მათემატიკის სფეროში დასმულ ამოცანას სხვა მეცნიერებებთან შედარებით. ჩატარდეს ვიქტორინა;

3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები ჩაატარებენ სოციალურ გამოკითვას სკოლაში წინასწარ შედგენილი კითხვარების მიხედვით. კითხვარები შედგება მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეების მიერ. განვიხილავთ Web გვერდს http://forum.rustavi2.com/index.php?showtopic=7546&pid=857826&mode=threaded&start= .ჩატარდება ვიქტორინა. ვიქტორინის ჩასატარებლად კლასი დაიყოფა 2 ჯგუფად. კითხვები შერჩეული იქნება მოსწავლეების მიერ მასწავლებლებთან კონსულტაციების საფუძველზე. გამოკითხვის, ვიქტორინაზე დასმული კითხვების და პასუხების შედეგების და ზემოთ მოცემულ ვებ გვერდებიზე ინფორმაციის საფუძველზე Exel-ში შედგება ცხრილი და დიაგრამები. გაკვეთილზე მოხდება ამ დიაგრამების განხილვა და შედარება.

4. მონაწილეთა ასაკი: VIII კლასის მოსწავლეები;

5. ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა;

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კონსულტაციები მასწავლებლებთან, მოკლე ანგარიშები მუშაობის მიმდინარეობის შესახებ, ვიქტორინის ჩასატარებლად კითხვების მომზადება, ვიქტორინის ჩატარება, დამუშავებული ინფორმაციის განხილვა–გაანალიზება.

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეებს უვითარდებათ კვლევის ჩატარების, დიაგრამების შედგენის, მონაცემების დამუშავება–განხილვის უნარ–ჩვევები, ანალიტიკური და სიმბოლური აზროვნება, კომუნიკაციისა და ჯგუფური მუშაობის უნარი;

8. სარგებელი სხვებისათვის: კვლევის შედეგად დადგენილი შედეგები–რეკომენდაციები;

9. სამუშაო ენა: ქართული

10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან: – – – – – – – – –

11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, ისტ (კითვების შედგენა), ისტ ( გამოკითხვის შედეგების წარმოდგენა ელექტრონული ვერსიით).

ეროვნული სასწავლო გეგმა

საგნობრივი პროგრამა მათემატიკაში, მიმართულება: მონაცემთა ანალიზი, ალბათობა და სტატისტიკა.

maT. VIII. 11. მოიპოვებს მონაცემებს და წარმოადგენს მათ დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით

  • ატარებს შემთხვევით ექსპერიმენტს შემთხვევითობის წარმომქმნელი რომელიმე მოწყობილობით, აგროვებს მონაცემებს და წარმოადგენს მათ სიხსირული ცხრილის სახით.
  • ქმნის მარტივ კითხვარს, განსაზღვრავს რესპონდენტებს, აგროვებს მონაცემებს და წარმოადგენს მათ გრაფიკული ფორმით .
  • ერთი გრაფიკული ფორმით წარმოდგენილ მონაცემებს წარმოადგენს განსხვავებული გრაფიკული ფორმით და წარმოაჩენს თვითოეული ფორმის ხელსაყრელ და არახელსაყრელ მხარეებს.

  1. პროექტის ფალსილიტატორი: მაია ელიზბარაშვილი
  2. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: elmaruan@gmail.com
  3. პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი: http://fishelma.blogspot.com/

No comments:

Post a Comment