1. პროექტის სახელი: „გვიყვარს მათემატიკა"
2. პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით: პროექტის ფარგლებში მოსწავლეები სკოლაში იკვლევენ პროცენტულად რამდენ გამოკითხულს ურჩევია უპასუხოს მათემატიკის სფეროში დასმულ ამოცანას სხვა მეცნიერებებთან შედარებით. ჩატარდეს ვიქტორინა;
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები ჩაატარებენ სოციალურ გამოკითვას სკოლაში წინასწარ შედგენილი კითხვარების მიხედვით. კითხვარები შედგება მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეების მიერ. განვიხილავთ Web გვერდს http://forum.rustavi2.com/index.php?showtopic=7546&pid=857826&mode=threaded&start= .ჩატარდება ვიქტორინა. ვიქტორინის ჩასატარებლად კლასი დაიყოფა 2 ჯგუფად. კითხვები შერჩეული იქნება მოსწავლეების მიერ მასწავლებლებთან კონსულტაციების საფუძველზე. გამოკითხვის, ვიქტორინაზე დასმული კითხვების და პასუხების შედეგების და ზემოთ მოცემულ ვებ გვერდებიზე ინფორმაციის საფუძველზე Exel-ში შედგება ცხრილი და დიაგრამები. გაკვეთილზე მოხდება ამ დიაგრამების განხილვა და შედარება.
4. მონაწილეთა ასაკი: VIII კლასის მოსწავლეები;
5. ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა;
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კონსულტაციები მასწავლებლებთან, მოკლე ანგარიშები მუშაობის მიმდინარეობის შესახებ, ვიქტორინის ჩასატარებლად კითხვების მომზადება, ვიქტორინის ჩატარება, დამუშავებული ინფორმაციის განხილვა–გაანალიზება.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეებს უვითარდებათ კვლევის ჩატარების, დიაგრამების შედგენის, მონაცემების დამუშავება–განხილვის უნარ–ჩვევები, ანალიტიკური და სიმბოლური აზროვნება, კომუნიკაციისა და ჯგუფური მუშაობის უნარი;
8. სარგებელი სხვებისათვის: კვლევის შედეგად დადგენილი შედეგები–რეკომენდაციები;
9. სამუშაო ენა: ქართული
10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან: – – – – – – – – –
11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, ისტ (კითვების შედგენა), ისტ ( გამოკითხვის შედეგების წარმოდგენა ელექტრონული ვერსიით).
ეროვნული სასწავლო გეგმა
საგნობრივი პროგრამა მათემატიკაში, მიმართულება: მონაცემთა ანალიზი, ალბათობა და სტატისტიკა.
maT. VIII. 11. მოიპოვებს მონაცემებს და წარმოადგენს მათ დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით
- ატარებს შემთხვევით ექსპერიმენტს შემთხვევითობის წარმომქმნელი რომელიმე მოწყობილობით, აგროვებს მონაცემებს და წარმოადგენს მათ სიხსირული ცხრილის სახით.
- ქმნის მარტივ კითხვარს, განსაზღვრავს რესპონდენტებს, აგროვებს მონაცემებს და წარმოადგენს მათ გრაფიკული ფორმით .
- ერთი გრაფიკული ფორმით წარმოდგენილ მონაცემებს წარმოადგენს განსხვავებული გრაფიკული ფორმით და წარმოაჩენს თვითოეული ფორმის ხელსაყრელ და არახელსაყრელ მხარეებს.
- პროექტის ფალსილიტატორი: მაია ელიზბარაშვილი
- ფასილიტატორის ელ.ფოსტა: elmaruan@gmail.com
- პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი: http://fishelma.blogspot.com/